დიმიტრი პესკოვი – ნინო ქათამაძე ეტყობა, ვერ ერკვევა პოლიტიკაში

ნინო ქათამაძე ეტყობა, ვერ ერკვევა პოლიტიკაში, – ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ნინო ქათამაძის გუშინდელ განცხადებას და გადაწყვეტილებას, რომ მოსკოვში კონცერტებს აღარ გამართავს.

ქათამაძის გადაწყვეტილება პესკოვმა რუსულ მედიასთან შეაფასა.

„ნინო ქათამაძე ძალიან ნიჭიერია, მაგრამ, ეტყობა ბევრი რამ არ იცის პოლიტიკის საკითხებში. თუ მას ექნება კითხვები, ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით მას ავუხსნათ“, – განაცხადა პესკოვმა.

როგორც ცნობილია, ნინო ქათამაძემ მოსკოვში რამდენიმე დღის წინ კონცერტის გამართვის გამო ქართულ საზოგადოებას გუშინ ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის თაობაზე კი ქართული საზოგადოების მოთხოვნას უერთდება.

Facebook Comments

shares
%d bloggers like this: