დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა

დიღმის მასივში მომხდარი ძლიერი აფეთქების დროს დაშავებულთა რიცხვი გაიზრდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შემთხვევის შედეგად 8 ადამიანია დაშავებული. ისინი თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები.

ამ წუთისთვის არსებული ინფორმაციით, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში 21 წლის ბიჭი  იმყოფება, რომელსაც სხეულის 35%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, შოკურ მდგომარეობაშია მოთავსებული.

აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი მათგანი 7 თვის ბავშვია. ის იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული და ამ წუთებში პირველადი გამოკვლევები უტარდება.

7 თვის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისმა მკურნალმა ექიმმა პირველი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ბავშვი კონტაქტური იყო და მისი ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულს, 75 წლის ქალბატონი  ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი და მას პირველად კვლევები უტარდება.

დიღმის მასივში ძლიერი აფეთქება დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მოსახლეობას საცხოვრებელი კორპუსი დაატოვებინეს. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ გვერდითა კორპუსების ფანჯრები ჩაამსხვრია. ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ აფეთქებამდე ერთი საათით ადრე, გაზის სუნი იგრძნობოდა და მათ შესაბამის სამსახურში დარეკეს, თუმცა ადგილზე არავინ მივიდა.

 

წყარო: რუსთავი 2

 

Facebook Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

shares