რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული 38 წლის გელა როსტობაია გალის იზოლატორში იმყოფება

რუსი ოკუპანტების მიერ ე..წ. საზღვრის კვეთისთვის დაკავებული სოფელ შამგონის მკვიდრი, 38 წლის გელა როსტობაია გალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის მამამ იანურ როსტობაიმ განუცხადა.

იანურ როსტობაიას თავისი შვილის მიერ ე.წ. საზღვირის გადაკვეთის ვერსიას გამორიცხავს. მისი თქმით, ისინი მდინარესთან ახლოს ცხოვრობენ და სათევზაოდ არაერთხელ წასულან, თუმცა გაღმა ნაპირზე არასოდეს გადასულან.

„ჩვენ საზღვართან ახლოს ვცხოვრობთ და არ გვესწავლება აქაური სიტუაცია. არასოდეს გადასულა გაღმა ნაპირზე. აქეთ გადმოსვლა მათ არ გაუჭირდებოდათ და არც ის იქნება გასაკვირი – იარაღიანი კაცი რომ დაგადგება, შენი ფეხით გადახვალ იქით. წყლის დონე დაბალია. საზღრის კვეთას ედავებიან, ახლა ის ვიცი რომ გალშია, მაგრამ როდის გამოშვებენ, არ ვიცი. ასეთ შემთხვევაში ჯარიმით ან რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ უშვებენ. ახლა როგორ იქნება არ ვიცი“, – აღნიშნა იანურ როსტობაიამ.

როსტობაიების ოჯახში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

shares