რატომ ჩააგდო პარლამენტმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი?

პარ­ლა­მენ­ტმა დე­პუ­ტატ ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, ჩა­აგ­დო.

2 თვე­ზე მე­ტია, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი კენ­ჭსაყ­რელ სა­კი­თხთა დღის წეს­რიგ­შია და მას პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით დღეს უყა­რეს კენ­ჭი, თუმ­ცა ამ კა­ნონ­მა მხო­ლოდ 42 დე­პუ­ტა­ტის მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღო.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რის ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის თქმით, “აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ სა­კი­თხი არ დარ­ჩე­ბა მარ­ტი­ვად პარ­ლა­მენ­ტში.

“ვფიქ­რობ, ეს არის, კო­რუფ­ცი­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ამ კომ­პა­ნი­ას შო­რის. არ არ­სე­ბობს ლო­გი­კა, რომ პო­ლი­ტი­კოს­მა მხა­რი არ და­უ­ჭი­როს ამ იდე­ას, იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია სო­ცი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით. მა­ინ­ტე­რე­სებს, ამ სა­კი­თხზე შეხ­ვედ­რე­ბი პრე­მი­ერს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, მერს ამ მო­ნა­პო­ლი­ურ კომ­პა­ნი­ებ­თან ჰქონ­დათ თუ არა?! ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ სა­კითხს არ დავ­ტო­ვებთ და მი­ვიყ­ვანთ ბო­ლომ­დე.

ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნო, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. რად­გან ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, ესეც იყო მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რომ ვი­ღა­ცის თვალ­ში არ ჩამ­წე­რო­და ქუ­ლე­ბი, ამი­ტომ ჩა­აგ­დეს”, – გა­ნა­ცხა­და გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის შე­ფა­სე­ბით კი, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვის კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი იყო.

მთავ­რო­ბა ამ­ბობ­და, რომ აზა­რა­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი არის ძა­ლი­ან და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი და მისი რე­გუ­ლი­რე­ბაა სა­ჭი­რო, თუმ­ცა ყვე­ლა ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მოკ­ვდა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიდ­გო­მაა ასე­თი, რომ თით­ქოს იზი­ა­რე­ბენ პა­თოსს, რომ ეს უქ­მნის სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრობ­ლე­მას, ამას უნდა ებ­რძლონ, მაგ­რამ საქ­მე საქ­მე­ზე რომ მივა, ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბით მიჩ­ქმა­ლა­ვენ თემას -უთხრა AMBEBI.GE-ს ზუ­რაბ კუ­კუ­ლა­ძემ.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

shares