ირაკლი მეზურნიშვილი: პარლამენტში შევა აზარტული თამაშების რეკლამის ამკრძალავი ახალი კანონპროექტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი მეზურნიშვილი განცხადებით, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტი პარლამენტში წინაშე უახლოეს მომავალში შევა.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტის ინიციატორთა შორის მის კოლეგას, ლევან გოგიჩაიშვილსაც შეუძლია ყოფნა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტით შეიცვლება გარკვეული წესები, ის იქნება უდრო დახვეწილი და მას სრული მხარდაჭერა ექნება:

“კანონის ჩაგდება ისე შეიფუთა, რომ ვითომ მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ წინააღმდეგია ასეთი ტიპის რეგულაციების. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ არის. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, უახლოეს პერიოდში, იქნება ინიცირებული ანალოგიური კანონი, ამ კანონში გარკვეული რეგულაციები შეიცვლება”, – განაცხადა მეზურნიშვილმა.

მისივე განმარტებით, ახალ კანონპროექტზე მუშაობისას საპატრიარქოც ჩართული იქნება.

5 აპრილს, პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, ჩააგდო. საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

Facebook Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

shares